საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ აცხადებს სტაჟირების პროგრამას

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ აცხადებს სტაჟირების პროგრამას
17 ნოემბერი, 2016

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ აცხადებს სტაჟირების პროგრამას შემდეგი მიმართულებით:

  1. პროექტების მენეჯერის ასისტენტი;
  2. კომუნიკაციების მენეჯერის ასისტენტი;

GRASS ეძებს დეტალებზე ორიენტირებულ, ორგანიზებულ, პასუხისმგებლობისა და მაღალი მოტივაციის მქონე ახალგაზრდებს.

შერჩევის კრიტერიუმები თითოეული პროგრამისათვის:

  1. პროექტების მენეჯერის ასისტენტი

პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომლებიც:

  1. საფუძვლიანად ფლობენ ინგლისურ ენას (სასურველია კანდიდატმა წარმოადგინოს ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
  2. არიან სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებათა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან კურსდამთავრებულები;

შერჩეულ კანდიდატებს GRASS სთავაზობს:

  1. 3 თვიან უფასო სტაჟირებას, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით;
  2. სტაჟირების დროს შერჩეული კანდიდატი შეიძენს პროექტების წერის, მართვისა და განხორციელების უნარ-ჩვევებს;
  3. ექნება საშუალება იმუშაოს პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან ერთად;
  4. მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაციის საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში;


  1. კომუნიკაციების მენეჯერის ასისტენტი

პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომლებიც:

  1. საფუძვლიანად ფლობენ ინგლისურ ენას (სასურველია კანდიდატმა წარმოადგინოს ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
  2. არიან სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებათა ( ჟურნალისტიკის მიმართულების) PR და მომიჯნავე სპეციალობის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან კურსდამთავრებულები;

ფუნქცია-მოვალეობები:

  1. ორგანიზაციის სოციალურ ქსელებსა და ვებ-გვერდზე ინფორმაციის განახლება/განთავსება;
  2. ორგანიზაციის მარკეტინგულ და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესში მონაწილეობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე ( სადაც კარგად იქნება დასაბუთებული თქვენი მოტივაცია და ვაკანსიასთან შესაბამისობა, მაქს. 500 სიტყვა) შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] . Subject-ში მიუთითეთ "სტაჟირება" და შესაბამისი პროგრამის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 ნოემბერი. შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას .

გისურვებთ წარმატებას!