საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

შეხვედრა ევროკავშირის შესახებ ახალქალაქში

შეხვედრა ევროკავშირის შესახებ ახალქალაქში
04 ივლისი, 2017

1 ივლისს პროექტის „ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის დონეზე" ფარგლებში გაიმართა სემინარი ახალქალაქში.

შეხვედრაზე განვიხილეთ შემდეგი საკითხები:

➣ ევროკავშირის ისტორია;

➣ ვროკავშირის ინსტიტუტები;

➣ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ევროკავშირში;

➣ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები;

➣ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი (თავისუფალი გადაადგილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის) და სხვა მნიშვნელოვანი თემები

შეხვედრას გაუძღვნენ:

➣ლევან მახაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

➣ ვანო ჩხიკვაძე, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

➣ სერგი კაპანაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარს ესწრებოდნენ სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

შეხვედრა განხორციელდა ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით, ერასმუს+ -ის ჟან მონეს აქტივობების ფარგლებში.

ასევე მადლობა სახალხო დამცველის აპარატის ადგილობრივ წარმომადგენლობას მხარდაჭერისთვის.