4 მაისს GRASS-ის პროექტის "ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება საბაზისო დონეზე საქართველოში" ბოლო გასვლითი სემინარი ჩატარდა გორში. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, სტუდენტები, მასწავლებლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა. მონაწილეების განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს ევროკავშირში უფრო მეტი ინტეგრაციისა და გაწევრიანების ირგვლივ არსებულმა საკითხებმა გამოიწვია.