logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

პაატა გაფრინდაშვილი

 

 

GRASS-ის დირექტორი

2016 წლის ივნისის თვიდან იკავებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორის პოზიციას. 2009-2013 წლებში ის იყო საქართველოს ელჩი ავსტრიაში, ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ავსტრიაში. მისი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში,  მონაწილეობდა ბევრ საერთაშორისო მოლაპარაკებაში. 2004 წელს იკავებდა საქართველოს თავდაცვისი მინისტრის მოადგილის პოზიციას. ხოლო, 2005 წელს მუშაობდა ეროვნულ უშიშროების საბჭოში. ასევე, იყო დესპანი უკრაინაში,  დროებითი რწმუნებული რუმინეთში და საელჩოს პირველი მდივანი საბერძნეთში. ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხს. ასევე, სწავლობდა გერმანიაში, ჯორჯ მარშალის ევროპულ ცენტრში უსაფრთხოების განხრით (2000 წელს) და გაერთიანებულ სამეფოში, თავდაცვის სწავლების სამეფო კოლეჯში.