Google News Initiative-ის მხარდაჭერით, ევროპული ფაქტების გადამოწმების სტანდარტების ქსელმა (EFCSN) 2024 წლის ევროპული არჩევნების წინ ევროპელ ფაქტების გადამმოწმებელთა შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის ინიციატივა შექმნა. პროექტი ELECTIONS 24 CHECK მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაზრდა ევროპის არჩევნებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის აღმოჩენისა და გადამოწმების კუთხით. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებდა ევროპელი მოქალაქეებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას, რაც მათ ინფორმაციული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემდა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ფაქტების გადამოწმების ბაზა, რომელშიც ევროპის არჩევნებთან დაკავშირებით მონაწილე ორგანიზაციების მიერ გადამოწმებულ სტატიებსა და მასალებს მოიცავს. პროექტის ფარგლებში „ფაქტ-მეტრის“ მიერ გადამოწმებული პოლიტიკური განცხადებები, სოციალურ ქსელში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციაზე მომზადებული სტატიები საერთო ევროპულ ბაზაში ინტეგრირდა.
დეტალურად იხილეთ: