პროექტი მიზნად ისახავდა ანტიდავლური დეზინფორმაციის მავნე შედეგების შემცირებას და ციფრული წიგნიერების ხელშეწყობას, რაც, თავს მხრივ, საარჩევნო დეზინფორმაციასთან საზოგადოებრივ მედეგობას ზრდის. უფრო კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში მომზადებული მედია მასალებით:
• სამიზნე აუდიტორიისთვის ევროკავშირის წევრობით პერსონალურ დონეზე მიღებული სიკეთეების ჩვენება
• ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისა და პროცედურების შესახებ საინფორმაციო ხელშეწყობა, რაც ამ პროცესს საზოგადოებისთვის უფრო გასაგებსა და განჭვრეტადს გახდიდა
• საარჩევნო დეზინფორმაციის ამოცნობისა და გადამოწმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით სამიზნე აუდიტორიების აღჭურვა
• დეზინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა ტექნიკების შესახებ ცოდნის ამაღლება
• არჩევნების საკითხებზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის წახალისება
პროექტის ფარგლებში მომზადდა:
• 20 მოკლე ვიდეო ევროკავშირის სიკეთეებზე
• 13 მოკლე ვიდეო ციფრული წიგნიერების საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო დეზინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით მომზადდა
• 15 ციფრული პოსტერი ევროკავშირის სიკეთეებსა და მედია წიგნიერების საკითხებზე
29 მოკლე ვიდეო სოციალურ მედია ინფლუენსერებთან თანამშრომლობით ევროკავშირის სიკეთეებსა და მედია წიგნიერების საკითხებზე
იხილეთ მეტი: