logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

თემატურ მოკვლევის პროცესში საქართველოს რეფორმების ასოციაციის პასუხები

screen1.PNG
21 აპრილი, 2020
 0

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე, 2019 წლის თებერვალში დაიწყო თემატური მოკვლევა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზანს, დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე ქვეყანაში არსებული ძირითადი გამოწვევების და პრობლემების გამოკვლევა და გაანალიზება წარმოადგენდა.

საპარლამენტო მოკვლევის პროცესში საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ერთ-ერთი მიწვეული ორგანიზაცია იყო. მოკვლევის ფარგლებში საქართველოს რეფორმების ასოციაციამ პარლამენტს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მოსაზრებები გადასცა.

აღნიშნული დოკუმენტი პასუხს სცემს მოკვლევის ჯგუფის მიერ მომზადებულ კითხვარს. დოკუმენტში მიმოხილულია როგორც ქვეყანაში არსებული დეიზნფორმაციის გამოწვევები, ასევე საქართველოს რეფორმების ასოციაციის მიერ მომზადებული რეკომენდაციების პაკეტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკისა და მექანიზმების შესახებ.

დოკუმენტი პარლამენტს გადაეცა 2019 წლის მარტში.