logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

კანდიდატის სტატუსმეტრი - ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მდგომარეობა

Screenshot 2023-04-20 125619.jpg
20 აპრილი, 2023
 0

12 პრიორიტეტის შესრულების მონიტორინგის დოკუმენტი „სტატუსმეტრი“ მოიცავს 4 სექციას :

1. ევროკავშირი მოითხოვს: ევროკავშირის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები გადმოტანილია უცვლელად.

2. მოლოდინები: სხვადასხვა რელევანტური აქტორის მოლოდინების გაერთიანება. კერძოდ, ამ სექციაში გაერთიანებულია:

- ევროკავშირის მოლოდინები ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაზე, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების საჯარო განცხადებებზე დაყრდნობით;

- სამოქალაქო საზოგადოების მოლოდინები, მათ მიერ წარდგენილ გეგმაზე, განცხადებებსა და ანგარიშებზე დაყრდნობით;

- პოლიტიკური პარტიების მოლოდინები, მათ მიერ წარდგენილ გეგმებსა და განცხადებებზე დაყრდნობით.

3. სად ვართ ახლა: აღწერს საკითხის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას და ეყრდნობა

- პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებს;

- სახელმწიფო უწყებების განცხადებებსა და ანგარიშებს;

- პოლიტიკური პარტიების შეფასებებს და განცხადებებს;

- პოლიტიკოსების შეფასებებს და განცხადებებს;

- საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებებს, ანგარიშებს და შეფასებებს;

- 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას;

- ზემოთ ჩამოთვლილ აქტორებთან კომუნიკაციით მიღებულ ინფორმაციას.

4. გამოწვევები: თითოეული საკითხის ირგვლივ დარჩენილი გამოწვევების/პრობლემების ჩამონათვალია და ეყრდნობა:

  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებებს, განცხადებებსა და ანგარიშებს;
  • საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს და შეფასებებს;
  • პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების შეფასებებსა და განცხადებებს.

პრიორიტეტების შესრულება შეფასებულია 4 სხვადასხვა ვერდიქტით:

1. შესრულდა: პრიორიტეტი სრულად შესრულებულია;

2. მეტწილად შესრულდა: პრიორიტეტის დიდი ნაწილი შესრულებულია, თუმცა ცალკეული საკითხები კვლავ დარჩენილია;

3. ნაწილობრივ შესრულდა: პრიორიტეტთან დაკავშირებული საკითხების ნაწილი შესრულდა, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შესასრულებელია;

4. შესასრულებელია: პრიორიტეტი კვლავ შესასრულებელია, ან პრიორიტეტის ირგვლივ არსებული სიტუაცია გაუარესდა, ან პრიორიტეტის შესასრულებლად საჭირო მრავალ საკითხს შორის, მხოლოდ მცირე და შედარებით უმნიშვნელო ნაწილია შესრულებული, რაც საერთო ფონს ვერ ცვლის.