გამგეობის წევრი
პროფესორი და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ დავითაშვილი 2006 წლიდან დღემდე არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი. 2009 – 2015 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ხოლო 2008-2009 წლებში - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. არის პოლიტიკური მეცნიერებათა ასოციაციისა და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების წევრი.